პრობაციის სამსახურის ხელმძღვანელის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

პრობაციის სამსახურის ხელმძღვანელის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

პრობაციის სამსახურის ხელმძღვანელის ბესიკ ცხადაძის ცხედარი რესპუბლიკური საავადმყოფოდან რამდენიმე წუთის წინ გამოასვენეს. არსებული ინფორმაციით, ის გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში და ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ მოხდება მისი ოჯახში გადასვენება.

ბესიკ ცხადაძე თავის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. ბესიკ ცხადაძეს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ახლობლებმა განუცხადეს, ცხადაძემ ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში გასროლით ჭრილობა დღეს საკუთარ სახლში მიიყენა. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თუმცა, ოჯახის ახლობლების ნაწილი აცხადებს, რომ მათთვის უცნობია, ეს იყო თვითმკვლელობა თუ შემთხვევით გაუვარდა იარაღი. არსებული ინფორმაციით, ის დღეს იმყოფებოდა სამსახურში და თავის მოვალეობას ჩვეულებისამებრ ასრულებდა.

ახლობლის ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული დაჭრილის მეუღლეც, რადგან მომხდარის გამო ის ცუდად გახდა.

თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსის, ბესიკ ცხადაძის მიერ თვითმკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია