გლიასე ზაფხულის სეზონის ერთ-ერთი უგემრიელესი სასმელია. მისი მომზადების მთავარი საიდუმლო ბლენდერია. სწორედ ამ მოწყობილობის წყალობით გამოდის ბლანტი. გემო კი მხოლოდ რეცეპტზეა დამოკიდებული
პირველი კრიტერიუმი - ნაყინი
ნაყინი აუცილებლად თეთრი და საკმარისად ცხიმიანი უნდა იყოს, აუცილებლად პლომბირი. არ იფიქროთ, რომ ნაყინი რაც მეტია, მით უფრო ბლანტი გამოვა გლიასე. ასე არ არის და ამიტომ 50 გრამი ნაყინი იკმარეთ 100 მლ რძეზე.
მეორე კრიტერიუმი - სეროფი
სწორედ ეს ანიჭებს სიტკბოს. რომელი სეროფი გამოდგება? არ გირჩევთ მურაბების წვენის გამოყენებას.