რა მისწერა ბესიკ ცხადაძემ მეუღლეს თვითმკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე

რა მისწერა ბესიკ ცხადაძემ მეუღლეს თვითმკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე

თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსი, ბესიკ ცხადაძე მძიმე ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ამბობენ, რომ ცხადაძემ თავი მოიკლა, რასაც მთავარი პროკურორის მოადგილე ადასტურებს. ირაკლი შოთაძის განმარტებით, ცხადაძის საქმეში თვითმკვლელობის ნიშნები იკვეთება.

თანამშრომლების თქმით, ის გუშინ იმყოფებოდა სამსახურში და თავის მოვალეობას ჩვეულებისამებრ ასრულებდა. ამის შემდეგ დაბრუნდა სახლში და თვითმკვლელობა სცადა.

შემთხვევის შედეგად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს პრობაციის სამსახურის უფროსის მეუღლე, ხათუნა ცხადაძეც. ის მეუღლის თვითმკვლელობას თავად შეესწრო.

ცხადაძის თვითმკვლელობის მოტივად ოჯახურ კონფლიქტს ასახელებენ, თუმცა ოჯახის ახლობელმა ეს ვერსია უარყვეს. "ბესო და ხათუნა ერთმანეთს სკოლიდან იცნობდნენ, ჯერ კიდევ ბავშვობაში შეუყვარდათ ერთმანეთი, შემდეგ კი დაოჯახდნენ. ჰყავთ ორი შვილი 16 და 10 წლის". - ამბობენ ახლობლები.

გავრცელებული ინფორმაციით, ბესომ ბოლო მესიჯი ხათუნას გაუგზავნა, სადაც წერდა: მაპატიე, თავს ვიკლავ. ხოლო მეორე მესიჯი მის მოადგილეს. ცხადაძე მოადგილეს სთხოვდა, ცოლ-შვილს მიმიხედეო.

გავრცელებული ინფორმაციით, ცხადაძემ თავის მოკვლა იმ დროს გადაწყვიტა, როცა სახლში მარტო იმყოფებოდა. წყაროს ინფორმაციით, ხათუნამ მესიჯი როგორც კი ნახა სახლში დაბრუნდა და როცა კარი გააღო მეუღლემ სწორედ მაშინ გაისროლა.

ბესიკ ცხადაძეს რთული ოპერაცია ჩაუტარდა და ვერ გადაარჩინეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს ხათუნა ცხადაძეც, რომელიც ნანახის გამო ცუდად გახდა.

თბილისის პრობაციის სამსახურის უფროსის, ბესიკ ცხადაძის მიერ თვითმკვლელობის მცდელობისის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სანდო წყარომ, "ამბები.გე"-ს განუცხადა, რომ პრობაციის სამსახურის უფროსს ბევრი ვალები ჰქონდა და სავარაუდოდ, ამის გამო მოიკლა თავი.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია