გორში გადაუღებლად წვიმს, რის გამოც ქალაქში პრობლემები შეიქმნა. მთლიანად დაიტბორა რამდენიმე უბანი. უამინდობის გამო გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია. რამდენიმე მრავალსართულიან კორპუსში საცხოვრებელ ბინებში წყალი ჩავიდა. ქალაქის დიდ ნაწილს ელექტორენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება, გათიშულია ინტერნეტი და ტელევიზია. გორის რაიონის რამდენიმე სოფელში წვიმას თან ძლიერი სეტყვაც ახლდა. ქალაქში ამ დრომდე კიდევ გადაუღებლად წვიმს.