რამდენიმედღიანი სტიქიის შედეგად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში გოდელაშვილების საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელი დაზიანდა.
ოჯახის წევრების განცხადებით, ხანგრძლივმა წვიმებმა საცხოვრებელი სახლის სახურავი და კედლები დააზიანა. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ოჯახს ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს.
ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი შემთხვევის ადგილზე იმყოფება. ასევე შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან შიდა ქართლის სამაშველო სამსახურის თნამშრომლები. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დვით ონიაშვილის განცხადებით, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე სახლში ცხოვრება შეუძლებელია. ამაღამ გოდელაშვილები ნათესავთან გაათევენ ღამეს, ხვალ კი ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის სახსრებს გამოყოფს, სოფელში მოიძებნება შესაბამისი ფართი და ქირას მუნიციპალიტეტი გადაუხდის.
რაც შეეხება ზარალს და დაზიანების ხარისხს, ამას შესაბამისი კომისია დაადგენს და შემდგომი გადაწყვეტილებაც კომისიის დასკვნის საფუძველზე გახდება ცნობილი.