სადაზღვევო კომპანია ”ალფა” 6 წლის გახდა. საიუბილეო თარიღი კომპანიამ ახალი ოფისის გახსნით აღნიშნა. ”ალფას” დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ ლენტის გაჭრის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და სტუმრებს მეგზურობა პირადად გაუწია. თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე განთავსებულ შენობაში ”ალფას” სხვადასხვა სამსახურია განთავსებული. ახალი ოფისი მომხმარებელს სასიამოვნო გარემოში კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს.
”დღეს აღვნიშნავთ ”ალფას” დაარსების 6 წლის იუბილეს. რა თქმა უნდა, 6 წელი საკმაოდ რთული იყო, სამაგიეროდ, ორგანიზაციამ შეიძინა სერიოზული გამოცდილება და კიდევ უფრო უკეთესად ემსახურება ყველა დაზღვეულს. ეს ახალი ოფისიც იმისთვისაა, რომ დაზღვეულებმა თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ და სასიამოვნო გარემოში მიიღონ მომსახურება. ”ალფა” ყველანაირად შეეცდება, რომ გააფართოს თავისი მომსახურების სფერო”, - განაცხადა ”ალფას” დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ.
სადაზღვევო კომპანია ”ალფა” 100%-ით ქართული კაპიტალით არის დაფუძნებული. ”ალფა” კორპორატიულ დაზღვეულებთან ერთად ემსახურება ისეთ სახელმწიფო სტრუქტურებს, როგორიცაა - საქართველოს პარლამენტი, უზენაესი სასამართლო, მთავარი პროკურატურა, აღსრულების ბიურო, შემოსავლების სამსახური, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და ა.შ. ”ალფა” თავის დაზღვეულებს მომსახურებას 200-ზე მეტ პროვაიდერ კლინიკაში სთავაზობს.
როგორც ”ალფას” გენერალური დირექტორი მაკა სოლოღაშვილი ამბობს, თავისი არსებობის დასაწყისში ”ალფა” უპირატესობას ჯანმრთელობის პროდუქტებს ანიჭებდა, მაგრამ დღეს უკვე ყველა სადაზღვევო პროდუქტი აქვს, კერძოდ, ჯანმრთელობის, სამოგზაურო, ქონების, ავტო, ტვირთების, პასუხისმგებლობის და ა.შ.
”თავის 6 წლის იუბილეს ”ალფა” ახალ ოფისში გადასვლით აღნიშნავს. 6 წლის განმავლობაში ”ალფაში” ჩამოყალიბდა ისეთი ძლიერი გუნდი, რომელიც თავისი მრავალპროფილური პროდუქტებით, მაღალხარისხიანი მომსახურებით მომხმარებელს სთავაზობს უფრო მეტს, ვიდრე დაზღვევაა. ”ალფას” მხარში უდგას თავისი შვილობილი კომპანია ”მედ-ალფა”, რომელიც თბილისში ხსნის ახალ ამბულატორიულ კლინიკას და ”ალფას” დაზღვეულებს ექსკლუზიურ მომსახურებას გაუწევს. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ, რომ თქვენ მიიღოთ მაღალი ხარისხის მომსახურება და ის პროდუქტები, რაც ქართულ სადაზღვევო ბაზარზე დღევანდელ მოთხოვნებს შეესაბამება”, - განაცხადა სოლოღაშვილმა.
მისივე თქმით, ეს ოფისი გაიხსნა სპეციალურად, რათა ”ალფამ” მყუდრო კომფორულ გარემოში თავის მომხმარებელს სადაზღვევო პროდუქტები შესთავაზოს და მაღალპროფესიული მენეჯერების დახმარებით გაყიდოს.
ახალი ოფისის გახნას დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, მედია, პარტნიორი კომპანიები და ”ავერსის” ხელმძღვანელები დაესწრნენ. სტუმრების საზეიმო განწყობაზე მუსიკალური ბენდი ”The Goblins” ზრუნავდა. ”ალფას” 6 წლის იუბილესთან დაკავშირებით ტორტი გაიჭრა.
R