მთიდან წამოსული ნიაღვარი რამდენიმე სახლში შევარდა - ძლიერი სეტყვა გორსა და ქარელში

მთიდან წამოსული ნიაღვარი რამდენიმე სახლში შევარდა - ძლიერი სეტყვა გორსა და ქარელში

სეტყვამ გორის რაიონი კიდევ ერთხელ დააზარალა. დაახლოებით ერთი საათის წინ ინტენსიურ წვიმას და ქარს თან სეტყვაც ერთვოდა. გორისა და ქარელის რაიონების რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. თუმცა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი აცხადებს, რომ რაიონის ტერიტორიაზე სეტყვა ძლიერი არ ყოფილა და შესაბამისად ზარალიც არ არის.

რაც შეეხება გორს, ქარელისგან განსხვავებით კვლავ დაზარალდა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი. კერძოდ, ძლიერი სეტყვა და წვიმა იყო ატენის ხეობის მიმართულებით. ატენში მიწის ნაკვეთების გარკვეული ნაწილი დაისეტყვა. გარდა ამისა, მთიდან წამოსული ნიაღვარი რამდენიმე საცხოვრებელ სახლში შევარდა. დასეტყვილია სოფელი ბნავისი და მიმდებარე სოფლები. დაიტბორა ბოსტნეული კულტურებიც.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია