დაქორწინდნენ თუ არა რეზო თაბუკაშვილი და ეკა ნიჟარაძე - მწერლის პირველი კომენტარი

დაქორწინდნენ თუ არა რეზო თაბუკაშვილი და ეკა ნიჟარაძე - მწერლის პირველი კომენტარი

ორი კვირის წინ სოციალურ ქსელში მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ ახალგაზრდა მწერალ რეზო თაბუკაშვილთან ერთად გადაღებული რომანტიკული სურათები გამოაქვეყნა. წყვილი ფოტოებზე ისე ბედნიერად გამოიყურება, გაჩნდა ეჭვი, რომ მათ შორის რაღაც ხდება. ეს ეჭვი გაღვივდა მას შემდეგ, რაც ფოტოებზე მეგობრები და ახლობლები წერდნენ, ძალიან ლამაზი წყვილი ხართო, ეკა ხოფერიამ კი გაბედნიერება მიულოცა.

ეკა ნიჟარაძეს ნიკო გომელაურთან პირველ ქორწინებაში ორი შვილი - ჯეჯი და ტასო ჰყავს. ტასო დაოჯახებულია და უკვე შვილი ჰყავს. მესამე ვაჟი - ნოდარი, ბიზნესმენ თემურ უგულავასგან შეეძინა, თუმცა წყვილი დაქორწინებული არ ყოფილა. მაშინ უგულავას ცოლი ბაია დავითაია იყო. მას შემდეგ ნიჟარაძეს ღიად თავის ურთიერთობებზე აღარ ულაპარაკია. გამოქვეყნებული ფოტოთი კი ცხადი გახდა, რომ მას რეზო თაბუკაშვილთან სერიოზული ურთიერთობა აკავშირებს. ამბობენ, რომ მათ ოფიციალურად იქორწინეს.

რეზო თაბუკაშვილი ლეგენდარული ბებია-ბაბუის, უფროსი რეზო თაბუკაშვილისა და მედეა ჯაფარიძის შვილიშვილი, ლაშა თაბუკაშვილის ვაჟია. თავადაც მწერალი და რამდენიმე წიგნის ავტორია, მაგრამ თავისი თაობის ხელოვანებისგან განსხვავებით, არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და არც ტელევიზიით აქტიურობს.

გაგრძელება

"ეს ყველაზე მოულოდნელი და სასაცილო იყო!...როგორც მიხვდით, მოფრინავს" - როგორ გაატარეს უქმეები ქეთი ხატიაშვილმა და დავით კაჭარავამ

"გგონიათ, დეპარდიემ იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა? თუ მოვანანიებინებთ, კარგი არ იქნება?" - კოკოჩაშვილის ფილმის პროდიუსერი მათ მიმართ კრიტიკასა და სცენარზე

"ცოლზეც ათასი სისულელე ილაპარაკა. არადა, მე პირიქით ვიცი" - რას ჰყვებიან მიშა ანდღულაძის დედა და ძმა იუმორისტის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ