კრწანისის სასწავლო ცენტრთან მიტოვებულ შენობაში 22 წლის სამხედრო ჩამომხრჩვალი იპოვეს - თავდაცვის სამინისტროს კომენტარი

კრწანისის სასწავლო ცენტრთან მიტოვებულ შენობაში 22 წლის სამხედრო ჩამომხრჩვალი იპოვეს - თავდაცვის სამინისტროს კომენტარი

22 წლის რიგითი გივი კირკიტაძე, რომელიც კრწანისის სასწავლო ცენტრში მსახურობდა, ჩამომხრჩვალი იპოვეს. ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, თოკით ჩამომხრჩვალი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი თბილისი-წითელი ხიდის მე-17 კმ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კრწანისის სასწავლო ცენტრის გადასახვევთან არსებულ მიტოვებულ შენობაში იპოვეს.

გარდაცვლილი რიგითი ლაგოდეხში ცხოვრობდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გივი კირკიტაძის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

გივი კირკიტაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" სასწავლო კურსზე იყო მივლინებული. 2015 წლის 10 ივნისს, გივი კირკიტაძე სამხედრო ნაწილიდან დათხოვნაში იმყოფებოდა და მეორე დღეს სასწავლო ცენტრში არ გამოცხადდა. მოგვიანებით, იგი სასწავლო ცენტრთან მდებარე მიტოვებულ შენობაში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეს იძიებს შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის სამმართველოს პირველი განყოფილება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია