თბილისში, ჩიქობავას #51-ში სახლის საყრდენი კედელი ჩამოინგრა. სახლი, სადაც 12 ოჯახი ცხოვრობს, დანგრევის პირას არის. ჩუღურეთის რაიონის გამგეობა დაზარალებულებს დახმარებას და ქირით გაყვანას დაჰპირდა.
"წუხელ საშინელი ხმაური იყო, საშინელი გრუხუნი და ვნახეთ, რომ კედელი ჩამოინგრა, დაიბზარა ჩვენი სახლის კედლებიც, სახლი საშინელ მდგომარეობაშია", - აცხადებენ ჩიქობავას 51-ის მცხოვრებლები.