ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისში კოსტავას გამზირზე #47-ში კაზინო "ევროპის" კედელი ჩამოინგრა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე გასული არიან მაშველები და შესაბამისი სამუშაოები სრულდება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
დედაქალაქში ბოლო საათების განმავლობაში მოსულმა გადაუღებელმა ძლიერმა წვიმამ რამდენიმე ქუჩა დატბორა. კერძოდ, საგანგებო სიტუაციათა სამსახურში მოქალაქეების მხრიდან დატბორვის შესახებ ზარები შევიდა ნიკოლაძის ქუჩიდან, ნაძალადევიდან, ფიროსმანისა და წინამძღვრიშვილის ქუჩიბიდან. ადგილზე გასული არიან მაშველები.
ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #ძლიერი წვიმა თბილისში