ჩუღურეთის რაიონში მეწყერი ჩამოწვა

ჩუღურეთის რაიონში მეწყერი ჩამოწვა

ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის ქ. #74 მდებარე საცხოვრებელი სახლის უკან მეწყერი ჩამოწვა. კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაზიანდა სახლის კედელი და სახურავი, დაბზარულია კედლებიც.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის წარმომადგენლები. დღეს ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და სწავლობენ ვითარებას, რის შემდეგაც განხორციელდება შესაბამისი სამუშაოები.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია