"გვაკრიტიკეთ, ოღონდ ჯერ გვიყურეთ, გთხოვთ" - "მოამბის" წამყვანი ხალხის კრიტიკას პასუხობს

"გვაკრიტიკეთ, ოღონდ ჯერ გვიყურეთ, გთხოვთ" - "მოამბის" წამყვანი ხალხის კრიტიკას პასუხობს

როგორ გაშუქდა თბილისის სტიქია ტელემედიაში - ამ თემაზე სოციალურ ქსელებში ბევრს წერენ. ინტერნეტმომხმარებელთა უმრავლესობა ხაზგასმით აღნიშნავს "რუსთავი 2"-ს ოპერატიულ მუშაობას, ბევრი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ პრეტენზიას გამოთქვამს და "პირველ არხს" სწორედ ოპერატიულობას უწუნებს.

"არხს უმეტესწილად აკრიტიკებენ ისინი, ვისაც იმ ტრაგიკულ ღამეს პულტზე პირველი არხის ღილაკისთვის არც კი დაუჭერია...", - ასე ეხმაურება არხის მიმართ ნეგატიურ გამოხმაურებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების წამყვანი თამთა სანიკიძე.

"ორი დღის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი, თავი შემეკავებინა, თუმცა ყველაფერს აქვს ზღვარი. იმ ადამიანების გარკვეულ ნაწილს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ კრიტიკას არ იშურებს, იმ უმძიმეს ღამეს არც კი გადაურთავს პირველ არხზე. ამიტომ მათთვის განვმარტავ: პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა "მოამბის" გადამღები ჯგუფები სტიქიის პირველივე წუთებიდან, ვიმეორებ-პირველივე წუთებიდან, იდგნენ სტიქიის ყველა ზონაში და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იღებდნენ უმძიმეს კადრებს, რაც მალევე მაყურებელმა ნახა.

"მოამბე" სპეციალური გამოშვებით გავიდა დილის სამ საათზე და შვიდის 10 წუთამდე საგანგებო რეჟიმში ვმუშაობდით პირდაპირ ეთერში. ამ დროის განმავლობაში მაყურებელმა ნახა ტრაგედიის ამსახველი უმძიმესი კადრები, პირველმა მოისმინა პრემიერის განცხადება, რომელიც მან ჩვენი პირდაპირი ეთერით გააკეთა, ნახა ათეულობით პირდაპირი ჩართვა სვანიძის ქუჩიდან, ესტაკადიდან, საავადმყოფოდან, გმირთა მოედნიდან, სადაც ჩვენი კორესპონდენტის ფონზე ბეჰემოტი გადაადგოლდებოდა, მოისმინა ვიცე-პრემიერის, რაიონების გამგებლების, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თბილისის წყლის PR დეპარტამენტის ხელმძღვანელის სატელეფონო ჩართვები...

რაც შეეხება ეთერში გასვლის დროს: ნუ დაგვავიწყდება მაუწყებლის ადგილმდებარეობა. იმის გამო, რომ ვერეს ადიდების და ზოოპარკიდან დაკარგული ცხოველების თავდასხმის საფრთხის გამო გმირთა მოედანთან დამაკავაშირებელი ყველა საგზაო მონაკვეთი გადაკეტილი იყო, არხის თანამშრომლებს ფეხით მოუხდათ მოსვლა. ძალიან გთხოვთ, რომ ეს გარემოება გაითვალისწინოთ. და ბოლოს-ბოლო დღეებში წაკითხული სტატუსების ნაწილმა დამარწმუნა, რომ არხს უმეტესწილად აკრიტიკებენ ისინი, ვისაც იმ ტრაგიკულ ღამეს პულტზე პირველი არხის ღილაკისთვის არც კი დაუჭერია.. გვაკრიტიკეთ, ოღონდ ჯერ გვიყურეთ, გთხოვთ", - წერს თამთა სანიკიძე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია