თბილისში უსურიული და ალბინოსი ვეფხვის მეტისს ეძებენ - როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ვეფხვს შევეჩეხეთ?!

თბილისში უსურიული და ალბინოსი ვეფხვის მეტისს ეძებენ - როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ვეფხვს შევეჩეხეთ?!

"მერს, ნარმანიას დავურეკე, თუ გჭირდებით, მიხმეთ-მეთქი, მაგრამ არავის გავხსენებივარ. არადა, ეს საქმე იმ ხალხმა უნდა გააკეთოს, ვისაც ბუნებასთან აქვს საქმე და ნადირის ესმის. სნაიპერის და სპეცრაზმელის საქმე არ არის ვეფხვებზე და ლომებზე ნადირობა."

თბილისში, "ლაგუნა ვერეს" საცურაო აუზთან დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ კიდევ ერთი ვეფხვი იძებნება. სავარაუდოდ, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეებს აფარებს თავს ახალგაზრდა, წლის და სამი თვის უსურიული და ალბინოსი ვეფხვის მეტისი. არსებობს მოსაზრება, რომ პირველად იგი ბაგებში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან ახლოს მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან შენიშნეს. მტაცებელი ტროტუარზე იჯდა და ხალხს არ ერიდებოდა. თუმცა, 112-ზე გამოძახებული ჯგუფის მოსვლამდე გაიქცა და კვალს ვერ მიაგნეს. დღეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ვეფხვი ფალიაშვილის ქუჩაზე შენიშნეს, რის შემდეგაც აღნიშნულ ტერიტორიაზე სამართალდამცველთა და სპეცრაზმელთა ჯგუფი მობილიზდა. თუმცა, ამაოდ, ვეფხვი კვლავ გაუჩინარდა.

"კვირის პალიტრა" შეეცადა პროფესიონალი მონადირის დახმარებით გაერკვია, რამდენად სწორად იძებნება მტაცებელი თბილისის ტერიტორიაზე და მისი დაჭერის რა შანსი გვაქვს.

თემურ ტყემალაძე, ნადირობის და თევზაობის ფედერაციის პრეზიდენტი:

- ზოგადად, მტაცებლების დასაჭერი თეორიულად ჩამოყალიბებული მეთოდიკა არ არსებობს. მათი სავარაუდო ადგილსამყოფელი ტერიტორია უნდა შეისწავლო, ურთულესი რამეა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. სამწუხაროდ, ახლა თბილისში არის პანიკა და ქაოსი. მიდის სხვადასხვა უწყებებს შორის გადაბრალების მცდელობა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას სურს ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე გამოიყვანოს დამნაშავე. არადა, მე რომ პასუხისმგებელი პირი ვიყო, ზურას საერთოდ აზრს არ ვკითხავდი, გამომდინარე იმ საშინელი მდგომარეობიდან, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გადაუტანია. კაცმა ამხელა შოკი მიიღო, მეუღლესთან ერთად სიკვდილს ძლივს გადაურჩა, ხუთი საათის განმავლობაში ელოდებოდა მაშველს და არ იცოდა გადარჩებოდა თუ - არა, დაეღუპა სამი თანამშრომელი და თავზე დაექცა ყველაფერი, რაც აქამდე უკეთებია.

- კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ მან ზურაბ გურიელიძეზე დაყრდნობით დაარწმუნა პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, რომ მტაცებლებისგან თავდასხმის საფრთხე არ იყო. არ უნდა დაყრდნობოდნენ გურიელიძეს?

- არავითარ შემთხვევაში. ზურაბს რაც არ უნდა ეთქვა, კრიზისების მართვის ცენტრს და მის ხელმძღვანელს დეტალურად უნდა გადაემოწმებინათ ყველაფერი. გურიელიძეს აქვს ჩაბარებული საგანგებო, კრიზისული სიტუაციების მართვა? ეს ჩაიბარა კონკრეტულმა ჯგუფმა, ხელმძღვანელობს კონკრეტული პირი, არა? ე.ი. მათი საქმეა მაქსიმალური კონტროლი და არა გირიელიძის, რომელიც არის ადმინისტრატორი, ევალება ცხოველების მოვლა პატრონობა და ახლა, მე თუ მკთხავთ, ეგეც არ მოეკითხება გადატანილიდან გამომდინარე. კრიზისების მართვის ცენტრი გამუდმებით თვითონ უნდა ამოწმებდეს ინფორმაციებს.

იხილეთ გაგრძელება

"პერსევერანსის" 100 დღე მარსზე და შთამბეჭდავი ფოტოები "წითელი პლანეტიდან" - რა ინფორმაცია გამოგზავნა მარსმავალმა დედამიწაზე

უჩვეულო სანახაობა სოფელ დერცელში - ადგილობრივებმა ძროხების სილამაზის კონკურსი გამართეს

როგორ ეშვება საჰაერო ბურთი თბილისში, ძლიერი ქარის დროს (ვიდეო)