როგორ აღმოაჩინეს ლიზა ზარანდიას ცხედარი: "ტრაქტორით ვმუშაობდით, როდესაც ხის ქვეშ გოგონას ცხედარი გამოჩნდა"

როგორ აღმოაჩინეს ლიზა ზარანდიას ცხედარი: "ტრაქტორით ვმუშაობდით, როდესაც ხის ქვეშ გოგონას ცხედარი გამოჩნდა"

სტიქიის დროს დაღუპული ლიზა ზარანდიას ცხედარი ზოოპარკის ქვედა ნაწილში, ახალ გზასთან ახლოს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა იპოვა.

როგორც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა ავთანდილ ხაშმელაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ცხედარს მცირე დაზიანება ჰქონდა მიყენებული.

"ტრაქტორით ვმუშაობდით, ვწმენდდით ტერიტორიას, რა დროსაც, ხის ქვეშ გოგონას ცხედარი გამოჩნდა. დავუძახე ყველას, ვინც ადგილზე იყო", - განაცხადა ავთანდილ ხაშმელაშვილმა.

მისი თქმით, გოგონას ცხედარი გავრცელებული ფოტოებიდან ამოიცნო.

ადგილი, სადაც ლიზა ზარანდია იპოვეს, ვაკე-საბურთალოს ახალ გზასთან რამდენიმე მეტრით არის დაშორებული. მეორე მხარეს მხეცების ვოლიერებია განთავსებული.

სტიქიის დღეს ინდირა და ლიზა ზარანდიები მეგობართან, სერგო კაპანაძესთან ერთად ტაქსიში იმყოფებოდნენ. ინდირა ზარანდიას ცხედარი "მზიურის" ტერიტორიაზე ორი დღის წინ იპოვეს. სერგო კაპანაძე კი, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად თბილისში 19 ადამიანი დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო: "ტრაქტორით ვმუშაობდი, მოვუსვი და ამოყვა გვამი"

თეგი# დები ზარანდიები

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია