ზოგიერთ ქართულ ვებ-გვერდზე, დღის განმავლობაში მრავალი გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება, რომლის თანახმად, ერთი ვერსიით - ვარკეთილის ზემო პლატოზე, 160-ე ბაგა ბაღის მასწავლებლებმა მგელი შენიშნეს, ხოლო მეორე ვერსიით, 163-ე ბაგა ბაღის თანამშრომლებმა დაინახეს მტაცებელი, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება და დეზინფორმაციაა.
Ambebi.ge-მ აღნიშნული ინფორმაცია ორივე ბაგა-ბაღში გადაამოწმა, თუმცა ორივეგან, ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ არც მგელი დაუნახავთ და შესაბამისად, არც 112-ისთვის დაურეკავთ.
Ambebi.ge მედიასაშუალებებს მოუწოდებს, ნუ შეეცდებიან დეზინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებაში არსებული მძიმე ემოციური ფონის კიდევ უფრო დამძიმებას.