თემქაზე დაჭერილი "მგელი" ძაღლი აღმოჩნდა

თემქაზე დაჭერილი "მგელი" ძაღლი აღმოჩნდა

გუშინ 112-ში თემქაზე მგლის დაჭერის შესახებ ინფორმაცია შევიდა, თუმცა დაჭერილი ცხოველი ძაღლი აღმოჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა წყნეთში. მათივე ინფორმაციით, ფალიაშვილის ქუჩიდან შევიდა შეტყობინება, რომ ვეფხვის ხმა გაიგონეს.

ადგილზე პატრული გავიდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, არასრულწოვნებმა ვეფხვის ხმა ტელეფონში ჩაიწერეს და ფანჯრიდან დინამიკების მეშვეობით ქუჩაში გადასცემდნენ. მოზარდები, მშობლებთან ერთად, პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს.

ამ დროისთვის ისევ იძებნება ერთი ვეფხვი და ერთი აფთარი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია