თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ორივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია სხეულის დაზიანება.