"ორივეს ემოციური ფონი აღენიშნებოდა" - რა ვითარებაში გაიტაცა მტკვარმა 2 ადამიანი და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ორივეს ემოციური ფონი აღენიშნებოდა" - რა ვითარებაში გაიტაცა მტკვარმა 2 ადამიანი და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა

მდინარე მტკვრიდან ამოყვანილი მეთევზეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მათი კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გახდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, ორივეს ემოციური ფონი აღენიშნებოდა, ადგილზე მყოფმა სასწრაფოს ექიმებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და სახლებში გაუშვეს.

ორი მეთევზე ზაჰესთან, მდინარე მტკვარში სათევზაოდ შევიდა, თუმცა გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.

ადგილზე მაშველები და მყვინთავები იყვნენ მობილიზებული და ორივე ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია