ავარია ვარძიის გზაზე - დაშავებულია ისრაელის 13 წლის მოქალაქე

ავარია ვარძიის გზაზე - დაშავებულია ისრაელის 13 წლის მოქალაქე

ტურისტულ კომპლექს ვარძიის გზაზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალასთან ავტოსაგზაო შემხვევა მოხდა. შედეგად 37 წლის მამაკაცი და 13 წლის მოზარდი დაშავდნენ. 13 წლის მოზარდი ისრაელის მოქალაქეა. მისი მდგომარეობა მძიმეა.

"13 წლის მოზარდს აღენიშნებოდა ზედა კიდურების მრავლობითი დაზიანებები, ნაფლეთი ჭრილობით, სავარაუდოდ, იყო მოტეხილობაც. მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში კრიტიკული მდგომარეობით და ტრამვული შოკით გადაიყვანეს. ამ დროისთვის მას "უნიმედი სამცხეს" სამედიცინო კლინიკაში ოპერაცია უკეთდება, სავარაუდოდ დაშავებულს კატასტროფის ბრიგადით თბილისში გადაიყვანენ", - აცხადებს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რეგიონული სამსახურის მენეჯერი თამაზ კაჭკაჭიშვილი.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია