ბორჯომში სატვირთო ამობრუნდა - დაღუპულია 52 წლის მამაკაცი

ბორჯომში სატვირთო ამობრუნდა - დაღუპულია 52 წლის მამაკაცი

ბორჯომში, ე.წ. გომნის მთაზე უბედური შემთხვევა მოხდა. ხე-ტყით დატვირთული "ზილის" მარკის სატვირთო მანქანა  ამობრუნდა. სატვირთომ გია ყაველაშვილი ქვეშ მოიყოლა, 52 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მანქანაში სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც არ დაშავებულან.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო სამსახური და პოლიცია იმყოფებოდნენ. გარდაცვლილის სატვირთო მანქანიდან ამოყვანას დაახლოებით 40 წუთი დასჭირდა. ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. ინფორმაციას ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ხუციშვილი ადასტურებს.

წყარო: ტელეკომპანია "ბორჯომი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია