ქალაქი სოჭი დაიტბორა

ქალაქი სოჭი დაიტბორა

ქალაქ სოჭი გადაუღებელი წვიმის შედეგად დატბორილია. რუსული მედიის ცნობით, წყლითაა დაფარული ქუჩების, შენობების დიდი ნაწილი, ასევე მაგისტრალები და აეროპორტი.

უამინდობის გამო არაერთი ავიარეისი გადაიდო. ქალაქის ზოგიერთ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მაშველები ავტომობილების მძღოლებს ეხმარებიან, რომლებიც დატბორილი ქუჩების გამო ვეღარ გადაადგილდებიან.

ადგილობრივები მთავრობის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახური მათ სათანადო დახმარებას ვერ უწევს. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ბოლო რამდენიმე დღეა უხვი ნალექის შედეგად რუსეთის ცენტრალური და სამხრეთ რეგიონები მნიშვნელოვნად დაზარალდა. დაიტბორა რამდენიმე დიდი ქალაქი, მათ შორის ქალაქი ლიპეცკი და კურსკიც.

იხილეთ ასევე: თბილისის ტრაგედია შესაძლოა ერევანშიც განმეორდეს

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია