თბილისში, "მერსედესის" მარკის ავტომობილი ყვითელ ავტობუსს შეეჯახა. შემთხვევა დღეს საღამოს, "დინამოს" სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუშტაიდის ბაღთან მოხდა. შეჯახების შედეგად, ორი მგზავრი მსუბუქად დაშავდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.