აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე, ლგტბ პირებს შორის ქორწინება ლეგალური გახდა

აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე, ლგტბ პირებს შორის ქორწინება ლეგალური გახდა

ამერიკის შეერთებული შტატების მთელი მასშტაბით, ერთი სქესის პირებს შორის ქორწინება გუშინდელი დღიდან ლეგალური გახდა. აღმასრულებელმა სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და ამერიკის 50-ვე შტატში გეი ქორწინება კანონიერად გამოაცხადა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შემდეგი განცხადება გააკეთა: "ეს ნაბიჯი დიდი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის, ამ გადაწყვეტილებით ხაზი ესმევა იმას, რისიც მილიონობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ღრმად სწამს: როდესაც ყველა ამერიკელი თანასწორი იქნება, უფრო მეტად შევიგრძნობთ თავისუფლებას".

ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე ჰომოსექსუალი წყვილები იმ შტატებიდან, სადაც აქამდე აკრძალული იყო გეი ქორწინება, გაეშურნენ საქორწინო ლიცენზიების ასაღებად. ღამით თეთრი სახლი ცისარტყელის ფერებში გაანათეს, რითაც პატივი მიაგეს სასამართლოს გადაწყვეტილებას და გეი საზოგადოების უფლებებს. ჯერჯერობით, მხოლოდ ორი შტატი - ლუიზიანა და მისისიპი აცხადებენ უარს, გასცენ ლიცენზია ერთსქესიან წყვილებზე მანამ, სანამ ფორმალურად არ შევა ლეგალიზაციაში კანონი. ამისათვის კი აღმასრულებელ სასამართლოს 25 დღე დასჭირდება.

მომზადებულია theguardian.com-ს მიხედვით.