სამი ადამიანი დაშავდა კოსტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს

სამი ადამიანი დაშავდა კოსტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედაგად სამი ადამიანი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება. კოსტავას ქუჩაზე BMW-ს მარკის ავტომობილი ფოლრცვაგენს შეეჯახა.

შეჯახების დროს, ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე ქალბატონს ტაქსი დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო და საპატრულო პოლიციის სამსახური.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. მესამეს კი, რომელიც მსუბუქად დაშავდა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია