ატენის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცს ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება დაწყებულია.
არსებული ინფორმაციით, დაზარალებული ატენის ქუჩაზე ცხოვრობს.