ნანუკა ჟორჟოლიანის ვოიაჟი კიევში - ტელეწამყვანმა ადეიშვილი მოინახულა

ნანუკა ჟორჟოლიანის ვოიაჟი კიევში - ტელეწამყვანმა ადეიშვილი მოინახულა

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი უკრაინაში, კიევში იმყოფება, თუმცა როგორც "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს, "კიევში პოლიტიკურ საკითხზე არ ჩასულა".

ცნობილია, რომ ტელეწამყვანი იმ ადამიანებთან მეგობრობს, რომლებიც ქვეყანას წლების განმავლობაში მართავდნენ. მათ შორის არის საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებშია ჩართული.

"ამ კაცის ჭკუის 30% მქონდეს და მერე მე ვიცი:)", - ამ მინაწერით აქვეყნებს "სელფს" ტელეწამყვანი "ფეისბუქზე".

ნანუკა ჟორჟოლიანი კიევში ყოფნის დროს გენერალ გიგი კალანდაძესაც შეხვდა.

ტელეწამყვანი კიევიდანვე გამოეხმაურა დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით პროკურატურის გადაწყვეტილებასაც, რომელმაც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ქონების გამოძალვის ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

"ამ დაჭერილ ხალხს თავიდან რომ იჭერთ და ამ გაქცეულ ხალხს თავიდან რომ აყენებთ ძებნაზე, პროკურატურობანას თამაშობთ თუ რას შვებით.

მუშაობაზე რომ გადახვიდეთ და გაარკვიოთ ჯანყარაშვილის ამბები, ლუკოილის და ფარცხალაძის ამბავი ბათუმის პორტში, დარიგებული პრემიები, ბიუჯეტიდან მითვისებული თანხები, დაგვიანებული რეაგირება სტიქიის ღამეს, რაფალიანცის საქმეც გასარკვევი გაქვთ. კიდევ ჟვანიას საქმის გამოძიებას დაპირდით ხალხს.

ძაან პატარები ყოფილხართ თუ გგონიათ რომ ხალხი ამას ჭამს:) ქაქს გემოს რომ ისინჯავენ აღარ ჭამენ მერე", - დაწერა ჟორჟოლიანმა და მასთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.

ასევე იხილეთ| ნანუკა ჟორჟოლიანი: „დათოს არაერთხელ შევხვდი...“