68 წლის ნასვამი მამაკაცი ბანაობისას არხში დაიხრჩო - ტრაგედია გურჯაანში

68 წლის ნასვამი მამაკაცი ბანაობისას არხში დაიხრჩო - ტრაგედია გურჯაანში

გურჯაანში სამდღიანი ძებნის შემდეგ, მამაკაცის ცხედარი არხში იპოვეს. მაშველებმა სოფელ კარდენახში მცხოვრებ ჯეირან აბაშიძეს მეზობელ სოფელში არხის დაშრობის შემდეგ მიაკვლიეს. მეზობლების ინფორმაციით, 68 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და არხში ბანაობის დროს დაიხრჩო.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია და კახეთის სამაშველო სამსახური. ცხედარი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში გადაასვენეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია