ვინ არის სნობი, ჩერჩეტი და საყვარელი ტასო ბარნოვა რეალურ ცხოვრებაში - თათია სამხარაძის პროფესიული და პირადი ცხოვრება

ვინ არის სნობი, ჩერჩეტი და საყვარელი ტასო ბარნოვა რეალურ ცხოვრებაში - თათია სამხარაძის პროფესიული და პირადი ცხოვრება

შალვა რამიშვილის გადაცემის მსახიობი თათია სამხარაძე მაყურებელმა ტასო ბარნვას ფსევდონიმით გაიცნო. ტასო ბარნოვას იუმორისტულ სიუჟეტებს და პერსონაჟს, ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება აქვს. ვინ არის რეალურად, ამის შესახებ, პირველად Ambebi.ge-ს მკითხველს უამბობს.

- დამთავრებული მაქვს თეატრალური ინსტიტუტი, ხელოვნებათმცოდნე ვარ. შემთხვევით აღმოვჩნდი მსახიობის ამპლუაში. ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა შალვა რამიშვილს შევხვდი, ერთად ვმუშაობდით გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბში. როცა შალვა თავისი გუნდით წავიდა ტელევიზიაში, მეც მასთან დავიწყე მუშაობა. ტასო ბარნოვა ჩემი პერსონაჟია, სახასიათო ტიპაჟია, ვაკელი გოგოა, ბარნოვზე ცხოვრობს, ამიტომაც მაქვს ეს გვარი, სახელი ტასო მე მომწონდა (იხილეთ ვიდეო)

- როგორ მოხვდით მარგველაშვილის შტაბში?

- სტაჟიორად მივედი შტაბში, იმ პერიოდში სწავლის გაგრძელებას ვაპირებდი ინგლისში, უნდა დამეწერა სამოტივაციო წერილი, რატომ მინდოდა პოლიტიკური პიარის შესწავლა. ვთხოვე შალვას, მოეცა მუშაობის საშუალება, ცოტა იყო შტაბში მოხვედრის შანსი, მაგრამ ნაცნობების გარეშე გამიმართლა. შემდეგ ინგლისში გამგზავრება ვეღარ მოვახერხე, პრიორიტეტებში აღარ მოხვდა პიარი, საბუნებისმეტყველო და ბიზნესფაკულტეტებს აფინანსებდა უნივერსიტეტი, შესაბამისი თანხების მოძიების საშუალება არ ჰქონდა ჩემს ოჯახს, დავრჩი საქართველოში და დავიწყე ტელევიზიაში მუშაობა.

- გგავს ტასო ბარნოვა?

- ტასო არაფრით მგავს. მსგავსი ტიპაჟის ადამიანებს ყოველდღე ვხვდებით, ვაკვირდები და ეს მეხმარება პერსონაჟის შექმნაში. ცოტა სნობები, ცოტა ჩერჩეტები და საყვარლები არიან. არ მაღიზიანებს ასეთი გოგონები, პირიქით, ძალიან ახალისებენ ისინი ჩვენს გარემოს, საყვარლები არიან.

- რა რეაქცია ჰქონდა ხალხს ტასო ბარნოვას მიმართ, როცა გადაღებებზე გხვდებოდნენ?

- მოდის კვირეულის სიუჟეტი როცა განთავსდა ინტერნეტში, ბევრი ნეგატიური კომენტარი მოჰყვა. წერდნენ, როგორ მეტყველებს ეს გოგო, ან ასეთი სიტყვებით რატომ ლაპარაკობსო. ხალხს უჭირს აღიქვას, რომ ეს იუმორია. ასეთი გოგოები რეალურად არსებობენ, რომლებიც ტასოსავით მეტყველებენ, საღეჭ რეზინს ღეჭავენ სიუჟეტის გადაღებისას და ის ჩვეულებრივად მუშაობს. ერთი კურიოზი გამახსენდა ახლა, მე გათხოვილი ვარ, სანამ ჩემი დედამთილი და მამამთილი გამიცნობდნენ, მიხვდებოდნენ, რომ ტასო ბარნოვა არ ვარ, კაპლები სჭირდებოდათ. ვერ იჯერებდნენ, რომ ასეთი შტერი გოგო შეუვიდათ ოჯახში. თავად მითხრეს, გვეგონა პერსონაჟს ჰგავდიო, მაგრამ ძალიან ბევრი ვიცინეთ ამაზე.

- ვინ არის თქვენი მეუღლე?

- ჩემი მეუღლე არის არჩილ გაჩეჩილაძე. ჭკვიანი და განათლებული ადამიანია. საკუთარი შრომით მიაღწია წარმატებას. მეგობრების წრეში გავიცანი, 7 თვე ვხვდებოდით ერთმანეთს, მოულოდნელად შემომთავაზა მისი გულის პატრონი გავმხდარიყავი, მეც ხელი აღარ გავუშვი.

- მოსწონს თქვენი პერსონაჟი, ხო არ გიკრძალავთ ამ როლის თამაშს?

- ამერიკაში დაამთავრა სკოლა, მასტერი იქ გააკეთა, შემდეგ ლონდონში ცხოვრობდა, და შესაბამისად, აზიატი ვერ იქნება.

- რატომ არ დარჩით პრეზიდენტის პიარში?

- არ მქონდა ამის შანსი. როცა ადმინისტრაციაში გადავიდნენ, საუბრობდნენ ჩემს გადაყვანაზეც, რადგან პიარში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება მქონდა. საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს საჯარო სამსახურში აიყვანო ადამიანი უმაღლესი განათლების გარეშე, მე მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, ამიტომ კანონი არ მაძლევდა ამის საშუალებას. სანამ დიპლომი ავიღე შალვა ტელევიზიაში გადავიდა თავისი გუნდით და მეც შევუერთდი. ეს ის "სტაფია", რომელიც მარგველაშვილის პიარის "სტაფი" იყო წინასაარჩევნო კამპანიის დროს. მე იქ ვერავისთან დავრჩებოდი, რადგან გუნდი მთლიანად შეიცვალა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები