ყაზბეგის რაიონში მეწყერი ჩამოწვა

ყაზბეგის რაიონში მეწყერი ჩამოწვა

სტიქიამ ყაზბეგის რაიონში პრობლემები შექმნა. მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გზა გადაიკეტა და ავტომობილების მოძრაობა შეფერხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ყაზბეგის რაიონის გამგებელმა, გივი ქირიკაშვილმა განუცხადა, მეწყერი წუხელ სოფლებთან, კობთან და ყანობთან ჩამოწვა.

მისივე ინფორმაციით, ჩამოწოლილი მასა მცირე იყო. გამგებლის ინფორმაციით, გზა გაწმენდილი და მოძრაობა აღდგენილია.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია