"მაპატიე,შვილო... მე რომ აქ ვარ..." - გელა დაიაურის ემოციური წერილი გარდაცვლილ შვილს

"მაპატიე,შვილო... მე რომ აქ ვარ..." - გელა დაიაურის ემოციური წერილი გარდაცვლილ შვილს

პოეტი გელა დაიაურის შვილი, დემეტრე დღეს 7 წლის გახდებოდა.

"მაპატიე,შვილო... მე რომ აქ ვარ... მაპატიე, ჩემი არსებობა... მე ხომ მიზეზი ვარ შენი ბოლო ამოსუნთქვის.... აქედან გილოცავ დაბადების დღეს... მიყვარხარ და მახსოვხარ... უფალი გფარავდეთ მანდ შენ, დედიკოს და ჯარჯის... მიყვარხართ... "

2010 წლის 22 ივლისს თეონა და მისი ახლობლები მთიელთა უძველესი დღესასწაულიდან, ათენგენობიდან ბრუნდებოდნენ. მუცოსთან ახლოს, სოფელ ხონეში, მანქანა მოცურდა და მდინარეში გადავარდა. ამ ტრაგედიამ შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყვნენ გელა დაიაურის მეუღლე, თეონა და მისი პატარა ანგელოზები - ჯარჯი და დემეტრე.

საქართველოში რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?

"შესაძლოა დიტოს გაუჩინარება პოლონელ გოგოსთან ურთიერთობას უკავშირდებოდეს" - ვარშავაში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ

რკინის ჯებირების აღების შემდეგ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ხეობაში შესვლა სცადეს - რა ვითარებაა ადგილზე?