გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე ჟანა ფრისკეს მკურნალობაზე ექიმებმა უარი განაცხადეს

გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე ჟანა ფრისკეს მკურნალობაზე ექიმებმა უარი განაცხადეს

რუსული ონკოლოგიური ცენტრის ექიმებმა ჟანა ფრისკესთვის მკურნალობის გაგრძელებაზე უარი თქვეს, რადგან რისკები ძალიან მაღალი იყო. მომღერლის მკურნალი ექიმის თქმით, ის ცენტრში უკვე ძალებდაკარგული მიიყვანეს. ფრისკე იმ საღამოსვე, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რუსული ონკოლოგიური ცენტრის ექიმების კონსილიუმმა, როგორც ამ ცენტრის დირექტორი ყვება, იმიტომ განაცხადა უარი მომღერლის მკურნალობაზე, რომ თვლიდნენ, ფრისკეს სხეული ვერ გაუძლებდა მედიკამენტების მიღებას. საავადმყოფოში ფრისკე ორი თვით ადრე მივიდა, უკვე დაბრმავებული და ძალიან მძიმე მდგომარეობაში.

”ის ჯერ გერმანიაში მკურნალობდა, შემდეგ ამერიკაში. ჩვენთან უკვე დასასრულს მოვიდა. ამერიკელებმა მას მისცეს წამლები, რომლებიც რუსეთში არ არის რეგისტრირებული. ჯანმრთელობის სამინისტროსგან ამ პრეპარატზე სპეციალური თანხმობა მივიღეთ, რომ კვირაში ერთხელ გაგვეკეთებინა ინექცია”, - ყვება პროფესორი დავიდოვი.

ფრისკე საავადმყოფოში ყოფნის დროს არანაირ პრეტენზიას არ გამოთქვამდა. მისი მკურნალი ექიმი მიხაილ ლიჩინცერი ყვება, რომ რუსეთში მომღერალი უკვე უკანასკნელ გზაზე ჩამოვიდა. მისი თქმით, დაავადება ძალიან სწრაფად პროგრესირებდა და განკურნება უკვე შეუძლებელი იყო.

ჟანა ფრისკე 15 ივნისს გარდაიცვალა. თავის ტვინის სიმსივნე მას 2013 წელს აღმოუჩინეს, მშობიარობიდან რამდენიმე თვეში. 2014 წლის ბოლოს მან მკურნალობის კურსი დაასრულა და ჩინეთიდან მოსკოვში დაბრუნდა. უკანასკნელ თვეებში მომღერალი მოსკოვში ცხოვრობდა მეუღლესთან და პატარა შვილთან ერთად.

რუსმა მომღერალმა მოყვა, როგორ გაიტაცეს თბილისში, გასტროლებზე ყოფნის დროს

16 წლის ზუგდიდელმა გოგონამ ემინემის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა - "მეგობრებმა და დედამ მთხოვეს ეს ვიდეო ჩამეწერა..."

რატომ ზრდის შვილს ძიძის გარეშე ჯანეტ ქერდიყოშვილი და როგორ უვლის თავს ახალბედა დედა - "28 იანვრის მერე მივხვდი, რისთვის ვარ ამქვეყნად"