შავკანიანი დონორის ღვიძლის გადანერგვის შემდეგ, მამაკაცის კანმა გაშავება დაიწყო

შავკანიანი დონორის ღვიძლის გადანერგვის შემდეგ, მამაკაცის კანმა გაშავება დაიწყო

თხუთმეტი წლის წინ ეროვნებით რუსმა მამაკაცმა შეიტყო, რომ ცე ჰეპატიტით იყო დაავადებული. 2010 წელს მას ღვიძლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც ჰეპატიტმა გამოიწვია. სამკურნალოდ მამაკაცი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მას რთული ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც ცხრა საათს გრძელდებოდა. მამაკაცს აფროამერიკელის ჯანმრთელი ღვიძლი გადაუნერგეს.

”დონორის ღვიძლი მრავალი პარამეტრის გათვალისწინებით უნდა გამომდგომოდა. ემთხვეოდა სისხლის ჯგუფი, რეზუს ფაქტორი და ა.შ. თავიდან თეთრკანიანის ღვიძლის გადანერგვას მთავაზობდნენ, მაგრამ გამაფრთხილეს, რომ ის სრულად ჯანმრთელი არ იყო. შავკანიანი დონორის ღვიძლი კი სუფთა გახლდათ. დრო არ ითმენდა, ამიტომ არჩევანი მეორე ვარიანტის სასარგებლოდ გავაკეთე”, - ყვება მამაკაცი.

შემდეგ მან უახლესი პრეპარატების მეშვეობით გაიარა მკურნალობა და საბოლოოდ განიკურნა ჰეპატიტისგან. თუმცა ოპერაციიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, რუსი მამაკაცის კანის ფერმა გამუქება დაიწყო. ექიმების თქმით, ასეთი ეფექტი იმასთანაა დაკავშირებული, რომ ღვიძლის დონორი აფროამერიკელი იყო.

”საერთოდ არ ვფიქრობ ამაზე. შეიძლება კიდევ უფრო გავშავდე. მაგრამ არ ვდარდობ ამ საკითხის გამო. ჩემთვის მთავარია, რომ ღვიძლი კარგად მუშაობს და ანალიზები ნორმაშია”, - განაცხადა მამაკაცმა.