დღეს სვეტიცხოვლობაა - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ

დღეს სვეტიცხოვლობაა - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს "წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას" - სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სადღესასწაულო ლიტურგიას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.

წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა, იუდა ისკარიოტელმა იგი გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია. ამდენად, დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.

13 ივლისს ასევე კეთილმორწმუნე დინარა დედოფლის (X) ხსენება აღინიშნება, რომელიც ჰერეთის დედოფალი იყო და მოსახლეობას სპარსთა მონოფიზიტური სარწმუნოებისგან იცავდა.

კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი - ბოლო 24 საათის რეკორდული მაჩვენებლები

საქართველოში, 8 თვის მონაცემებით, ბავშვებზე ძალადობის 1146 ფაქტიდან  55 სექსუალურ ძალადობას უკავშირდება -  საზარელი სტატისტიკა

"ეს ხალხი სიმართლეს ემსახურებოდა - კმარა ასეთი ცხოვრება! ყველა შესაცვლელია, ახალი სახე უნდა მოვიდეს ქვეყანაში!" - მეუფე ვახტანგი ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე