"თითქმის ყველა ჩაიში იყო ხელოვნური საღებავები" - რამდენად დამაკმაყოფილებელია იმპორტირებული ჩაის ხარისხი

"თითქმის ყველა ჩაიში იყო ხელოვნური საღებავები" - რამდენად დამაკმაყოფილებელია იმპორტირებული ჩაის ხარისხი

ყოველდღიურობა ჩაის გარეშე საქართველოში ბევრი ოჯახისთვის ალბათ, წარმოუდგენელია. ბოლო წლებში ქართულ ბაზარზე ბევრი იმპორტირებული ჩაიც გამოჩნდა, რომელიც საკმაო პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ მომხმარებელს შორის. თუმცა, საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, თენგიზ სვანიძის თქმით, ჩვენს მაღაზიებში გასაყიდად გამოტანილი ჩაის ხარისხი დღემდე უამრავ კითხვას აჩენს.

- თქვენ უკვე რამდენიმე წელია ამ პრობლემაზე საუბრობთ. რა გაძლევთ ამ ეჭვის საფუძველს?

- ჩემი აზრით, ამ სფეროში მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, რადგან თუ ვინმემ საბაჟოზე არ მოითხოვა პროდუქტის შერჩევითი შემოწმება, ჩაის არავინ ამოწმებს. პროდუქცია შეიძლება ყველა ქვეყნიდან შემოდიოდეს, გააჩნია, ფირმის წარმომადგენლობა სად არის, თუმცა საქართველოში ჩაი ძირითადად აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან შემოაქვთ.

- რამდენად სანდოა იმპორტირებული ჩაის ხარისხი?

- ახლა რომ დავიწყო მტკიცება, საქართველოში უხარისხო და საღებავებით გაჟღენთილი ჩაი შემოდის-მეთქი, ამის დამამტკიცებელი საბუთი არა მაქვს, თუმცა მაქვს ეჭვი, რომელიც არაერთხელ გამომითქვამს. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ და ახლავე აგიხსნით, რატომ: 2011 წლის გაზაფხულზე ჩვენმა ასოციაციამ მხოლოდ ერთხელ (და ჯერჯერობით, უკანასკნელად) შეძლო იმპორტირებული ჩაის შემოწმება. ჩვენ რაღაც თანხა შევაგროვეთ და ჩავატარეთ ქართულ ბაზარზე შემოტანილი ჩაის შერჩევითი კვლევა. ამ საქმეში ჩავრთეთ ქართული მედიაც. ერთ-ერთ მაღაზიაში შევიძინეთ იმპორტირებული ჩაის რამდენიმე სახეობა, მათ შორის, "ლიპტონი", "გრინფილდი" და სხვები, ასევე ადგილობრივი, ქართული ჩაის სახეობებიც.

სხვათა შორის, ამ ყველაფერს ტელევიზია იღებდა. 3-4 დღის შემდეგ ლაბორატორიაში მივედით, სადაც გვითხრეს, რომ თითქმის ყველა იმპორტირებულ ჩაიში იყო ხელოვნური საღებავები, განსაკუთრებით, ერთჯერადი ჩაის პაკეტებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაცხადებთ, რომ იმპორტირებული ჩაის დიდი ნაწილი არ არის ნატურალური. ისინი ხელოვნური საღებავებით არის გაჯერებული - მართალია, ჭიქაში ჩაშვების დროს პაკეტი წყალს ფერს უცვლის, მაგრამ ეს არ არის ნამდვილი ჩაის ფერი, ეს - საღებავის ფერია.

იხილეთ გაგრძელება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა

"დაუშვებელია 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე მეტი დროით" - როგორია თვითიზოლაცია-კარანტინის წესები

არც ერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს... ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს - თენგიზ ცერცვაძე