"ამ ვერსიით ზურა ორჯერ მოკლეს!"

"ამ ვერსიით ზურა ორჯერ მოკლეს!"

გასულ კვირას ნაფიცი მსაჯულების წინაშე­ ზურაბ ჟვანიას მეუღლე წარდგა. რა საკითხებზე გაამახვილა მან ყურადღება და რა სიახლეებია ჟვანიას საქმის არსებითი განხილვის პროცესში? ამ საკითხებზე ექსპრემიერის მეუღლე, ნინო ქადაგიძე, "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

- ნაფიც მსაჯულებთან მოვყევი ის, რისი თვითმხილველიც თავად გავხდი. გავიხსენე ზურას გარდაცვალების წინადღე, როცა დილის ხუთ საათზე დაიძინა, ათზე ადგა (რადგან მთავრობის სხდომა­ იყო), მთელი დღე კიდევ იმუშავა და დღის ბოლოსთვის ისეთი ქან­ც­გაცლილი იყო, ყოველგვარი ლოგიკით, შინ უნდა წამოსულიყო­ და დაესვენა... ღამის 12 საათისთვის ჩამეძინა. როცა გავიღვიძე, უკვე 03:00 საათი იყო. ჯერ ზურა­სთან დავრეკე, არ მიპასუხა. მერე მის დაცვასთან... ძაძამიამ თავიდან - არა, მაგრამ ათი წუთის შემ­დეგ მიპასუხა, ზურა შეხვედრაზეა, ცოტა ხანში დარეკე და დაგალაპა­რაკებო. 10 წუთში კიდევ დავრეკე და კვლავ ვერ დამალაპარაკეს.

მის უსაფრთხოებაზე ყოველთვის ვღელავდი. ხან აფეთქ­ებას გადაურჩა, ხან სხვა უბედურ­ებას. მუდმივად შიშში ვიყავი და როცა ვიღვ­იძებდი, ვამოწმებდი­, სუნთქავდა თუ არა. ნინიკო, კარგად ვარ, - მეუბნებოდა მაშინაც კი, როცა ძალიან დაკავებული იყო და მე ვურეკავდი. ძალიან ტრადიციული ოჯახი გვქონდა... როცა ზურა არ დამალაპარაკეს, ისე შევშფოთდი, წყნეთიდან ფეხით წამოვედი. თოვდა. ნახევარი საათი მაინც ფეხით ვიარე და თან დაცვასთან ვრეკავდი. მათ გზაში მანქანა დამაწიეს და საბურთალოს ქუჩის #53-თან მიმიყვანეს, სადაც ბევრი ფორმიანი იდგა. თავიდან ხარშილაძემ ბინაში არ შემიშვა, ბოლოს, როგ­ო­რც იქნა, შევაღწიე. დავინახე, ზურა იატაკზე იწვა, თეთრი პერ­ანგი ეცვა, იქვე რაულის გულაღმა დამხობილი ცხედარიც ესვენა...

- დაცვის წევრების ადვოკატმა­ განაცხადა, სატელეფონო ამონაწერიდან­ არ ჩანს, რომ ნინო ქადაგიძე ძაძამ­იასა და ხარშილაძეს ურეკავდაო...

- დიახ, მან იქვე მაჩვენა ამონაწერი და ძალიან უცნაური იყო, რომ იქ ჩემი დანარეკი არ ჩანდა. სავარაუდოდ, ეს ამონაწერიც გაყალბებული საქმის მასალებიდან იყო ამოღებული, თუმცა მე თავის­ დროზე ამოვიღე დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ზურასა და მის დაცვას იმ ავბედით ღამეს ვურეკავდი. ყველაფერი პროკურატურას გადავეცი, რასაკვირველია, მას შემდეგ, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა.

თავდაპირველი განცხადებით, ზურას სისხლში ნახშირბად კარბომონოქსიდის გაჯერების დონე 54%-ს არ აღემატებოდა.­ არადა, სიკვდილი მხოლოდ მაშინ დგება, თუკი მისი დონე 62%-მდე აღწევს. ეფ-ბი-აის დასკვნაში წერია, რომ ზურას სისხლში ნახშირბად კარბომონოქსიდის გაჯერების დონე 74% იყო. ესეც უცნაურად მოგვე­ჩვენა, რადგან 62%-ზე სიკვდილი უეჭველად დგება და 74% ზედმიწევნით მაღალი­ მაჩვენებელი იყო. მერე გავიგეთ, რომ არსებ­ობს რკინის კარბომონოქსიდის პრეპარატი, რომლის ორგანიზმში შეყვანით მიიღება ასეთი შედეგი...

დაცვის მოქმედებ­აზეც უამ­რავი­ შეკითხვა გაჩნდა. კერძოდ, დაცვის უფროსმა არ მოიკითხა პრე­მიერი,­ ისე წავიდა, დალია და დაიძინა.­ ასევე, დაცვის წევრების ცნობი­ლმა განცხადებებმა გაზის სუნისა­ და გამათბობ­ლის შიშინის­ შესახებ, გაგვაოცა, ვინაიდან CO-ს სუნი არ აქვს და იმ დროს, როცა ისინი­ ოთახში შევიდნენ, გაზი ორი საა­თის გათიშული იყო. ამასთან, ექსპერიმენტის დროს ხარშილაძე­ ვერ გადაძვრა იმ გისოსებიდან, რომელსაც ჩვენებაში უთითებდა.­ "თბილგაზის" წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ სამის ნახევარზე გაზი რაღაც დაზიანების გამო გადაკეტილი იყო. ძიებისას ახალი­ დეტალიც გამოიკვეთა, კერძოდ, გაზის მრიცხველის ამონაწერი ადასტურებს, რომ იმ პერიოდში ბუნებრივი აირი აღნიშნულ ბინაში გახარჯული არ არის.

იხილეთ გაგრძელება

თსუ-ს რექტორად კვლავ გიორგი შარვაშიძე აირჩიეს

"ეს მისი გადარჩენის ერთადერთი გზაა" - მეგობრები 26 წლის ბიჭის სიცოცხლისთვის იბრძვიან

ინფლუენსერები და ინფლუენსერ მარკეტინგი - infleuncer.ge