ჭიჭინაძის ქუჩაზე 1500 კვმ ფართობზე ბალახს ცეცხლი უკიდია

ჭიჭინაძის ქუჩაზე 1500 კვმ ფართობზე ბალახს ცეცხლი უკიდია

თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, ბალახი იწვის. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დამწვარია 1500 კვადრატული მეტრი ფართობი. ადგილზე სახანძრო ბრიგადები მუშაობენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის შესაბამისი სამსახურები ცეცხლის ლოკალიზებაზე მუშაობენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია