"მართალია ათი წელია არ ვლაპარაკობთ მე და ლელა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს" - თემურ თათარაშვილი არსებულ ჭორებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

"მართალია ათი წელია არ ვლაპარაკობთ მე და ლელა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს" - თემურ თათარაშვილი არსებულ ჭორებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

რამდენიმე დღის წინ, სამართალდამცავებმა მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდუსერი კახა მამულაშვილი დააკავეს. მამულიჩა პარიზიდან მოფრინავდა, რა დროსაც მას ნარკოტიკები აღმოუჩინეს და დააპატიმრეს. ქართველ პროდიუსერს 2 მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი - სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტი გულისხმობს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და სასჯელის ზომად 7-დან 14 წლამდე პატიმრობას განსაზღვრავს. მეორე მუხლი, რომლითაც "მამულიჩას" ედავებიან, არის სისხლის სამართლის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტი, რომელიც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანას გულისხმობს და 8-დან 12-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მამულიჩა სამართალდაცავებთან თემურ თათარაშვილმა "ჩაუშვა". გავრცელებულ ინფორმაციას თემურ თათარაშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა და ბრალდებები უარყო. შეგახსენებთ, რომ თემურ თათარაშვილი სამართალდაცავებმა 2006 წელს დააკავეს. ოფიციალური ვერსიით, მომღერალი ნარკოტიკული საშუალება სუბოტექსის შეძენა-შენახვა-მოხმარების ფაქტზე დააკავეს. თათარაშვილის დაკავების ფაქტზე უამრავი ჭორ-მართალი გავრცელდა, დღემდე საუბრობენ იმის შესახებ, თითქოს მომღერალი სწორედ მაშინ დააკავეს, როცა ლელა წურწუმიასა და მამულიჩასგან მიდიოდა.

დაკავებამდე წურწუმია და თათარაშვილი კარგი მეგობრები იყვნენ, თუმცა 10 წელია აღარ მეგობრობენ. სასჯელის მოხდის შემდეგ, თემურ თათარაშვილი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და დღემდე რუსეთში მოღვაწეობს.

Ambebi.ge თემურ თათარაშვილს დაუკავშირდა.

- არ ვიცი ვის აწყობდა იმ ჭორის გავრცელება, თითქოს ჩემი ხელი ურევია მამულიჩას დაკავებაში.

- 2006 წელს როდესაც დაგაკავეს, ითქვა, რომ თქვენ ლელა წურწუმიასგან მოდიოდით და სწორედ მათი ხელი ურევია თქვენს დაკავებაში...

- რა სისულელეა. ჩვენ მაგის გამო არ გვიჩხუბია, თქვენ კარგად იცით, რომ პოლიტიკამ ბევრი ადამიანი დააშორა ერთმანეთს. ლელა და მამულიჩა იყვნენ სხვა მხარეს, მე ვიყავი სხვა მხარეს. ამის გამო აღარ გვქონდა ურთიერთობა. ჩვენს შორის ჩხუბიც კი არ ყოფილა. ბოლოს რომ ვიყავი თბილისში, ჩვეულებრივად მივედი ლელასთან, გადავკოცნე კიდეც. როცა დამაკავეს სახლიდან მოვდიოდი, რემონტი მქონდა სახლში, ხელოსნებთან ვიყავი, როცა გამოვედი, ამ მომენტში დამაკავეს. ლელასთან არ ვყოფილვარ. იმ საღამოს ეკა კვალიაშვილთან ერთად მივფრინავდი საბერძნეთში.

- როცა მამულიჩას დაკავების ამბავი გაიგეთ, ესაუბრეთ ლელას?

- ლელა ცუდად იყო, ორი დღეა ტელეფონს არ იღებს. კონტაქტი მქონდა რუსასთან და ანრისთან, მართალია ათი წელია არ ვლაპარაკობთ მე და ლელა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მიყვარს ლელა და გული მეტკინა ეს ცუდი ამბავი რომ გავიგე. მტერსაც არ ვუსურვებ ციხეში ყოფნას.

AMBEBI.GE

თამარ ბოჭორიშვილი

"თათარაშვილმა ჩაუშვა მამულიჩა თუ მამულიჩამ თათარაშვილი...თავის დროზე, დავუშვი შეცდომა" - თემურ თათარაშვილი

როგორია კონორავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა - ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან

18 წლის გოგოს, რომელიც ფოთიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რუსეთი 2006 წელს დეპორტაციის გამო დაზარალებული საქართველოს მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდაზე პირობებს აყენებს