2015 წლის 22 ივლისს „კრისტალი“ ახალ ფილიალს თბილისში, ო. ხიზანიშვილის ქ. #17 - ში.
ფილიალის გახსნის ცერემონია 13:00 სთ-ზე დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიის ინვესტორები ბრიტანეთიდან და საინვესტიციო კომპნია DWM (Developing World Markets) აშშ-დან.
ახალი ფილიალის ოფისი გამოირჩევა ინოვაციური დიზაინერული კონცეფციით, რომელიც გათვლილია პრაქტიკული, მოსახერხებელი, ესთეტიურად დახვეწილი სივრცე შეუქმნას როგორც მომხმარებლებს, ასევე დასაქმებულ პერსონალს.
ფილიალში დასაქმდება 15 ადამიანი და ყოველთვიურად მოემსახურება 3, 000 მომხმარებელს.
სს „კრისტალი“ არის პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელმაც ამერიკული ინვესტიცია მოიზიდა სექტორში. ამჟამად კრისტალს ჰყავს 45 000-მდე აქტიური მსესხებელი, კომპანიაში დასაქმებულია 500-ზე მეტი თანამშრომელი.
ამჟამად, “კრისტალი” საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 30 ფილიალით.
R