კომპანია „სილქნეტმა“ ახალი სერვისი აამოქმედა - საინფორმაციო ცენტრი 118 18 ყველაზე სრულყოფილი ცნობათა ბიუროა საქართველოში. ერთი ინფორმაციის ფასი კი ბაზარზე ყველაზე დაბალი - 18 თეთრია. სერვისის მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა ინფორმაციის მიღება: ორგანიზაციების შესახებ; ტრანსპორტის განრიგსა და მარშრუტებზე (აეროპორტი, რკინიგზა, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტობუსები და მიკროავტობუსები); თბილისის და საქართველოს მასშტაბით მიმდინარე კულტურული და სხვა ღონისძიებების თაობაზე; საფოსტო ინდექსებზე (საქართველოს და თბილისის მასშტაბით); ქუჩების მდებარეობაზე, ძველი და ახალი სახელწოდების მითითებით; მობილური ოპერატორების, ქვეყნების და ქალაქების კოდების შესახებ, დარეკვის წესების და ტარიფების მითითებით; დარეკვის შემდეგ, მოთხოვნილ ინფორმაციას მომხმარებელი მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც იღებს. „ყოველგვარი დამატებითი კოდის გარეშე, 118 18-ის აკრეფვისას, ცენტრი ოპერატიულ მომსახურებას გაუწევს ყველა მსურველს 24 საათის განმავლობაში. გარდა დაბალი ტარიფისა, ფიზიკური პირების და ორგანიზაციების მომსახურების საფასური არ განსხვავდება და ის ყველასთვის 18 თეთრია“ - აცხადებენ სილქნეტში. საინფორმაციო მომსახურება სილქნეტის აბონენტებისთვის 1 სექტემბრამდე სრულიად უფასო იქნება. სხვა ქსელში ჩართული მომხმარებლებისთვის 118 18-დან ერთი ინფორმაციის ტარიფი -18 თეთრია. მობილური ქსელიდან და „ახალი ქსელების“ აბონენტებისთვის კი ერთი ტარიფის საფასურად ორი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. 118 18 - მიიღე ნებისმიერი ინფორმაცია მხოლოდ 18 თეთრად!
R