ეკა ხერხეულიძის მიერ EBRD-ზე გაკეთებული კომენტარი, რომელიც სოსო ჯაჭვლიანმა ოჯახის დანგრევის მცდელობად მიიჩნია

ეკა ხერხეულიძის მიერ EBRD-ზე გაკეთებული კომენტარი, რომელიც სოსო ჯაჭვლიანმა ოჯახის დანგრევის მცდელობად მიიჩნია

"ბატონი სოსო ჯაჭვლიანი იბიარდის ღონისძიებაზე მოხსენებით არის? ხომ წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, მანდ წყდება მაგათი პირველი მოვალეობა, უნდა გამოცხადდნენ საპარლამენტო სხდომაზე და უნდა მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო მუშაობაში" - ეს არის კომენტარი, რომელშიც ეკა ხერხეულიძემ ერთ კონტექსტში ახსენა ჯაჭვლიანი და "იბიარდი".

ინტერვიუ 9 მაისსაა ჩაწერილი, "რუსთავი 2"-ის მიერ.

იხილეთ ვიდეო: ეკა ხერხეულიძის მიერ EBRD-ზე გაკეთებული კომენტარი, რომელმაც სოსო ჯაჭვლიანი დააბნია

"მე იბიარდზე ვერასოდეს ვიქნები, ერთგული მეუღლე ვარ", - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა ეკა ხერხეულიძის კომენტარზე პასუხად. განცხადებამ არამხოლოდ პარლამენტის დარბაზში მსხდომი კოლეგები, არამედ, სრულიად საქართველო მწარედ გააცინა. ამ განცხადების შემდეგ, როცა მედია დაინტერესდა, რას გულისხმობდა "იბიარდში" ჯაჭვლიანი, დეპუტატმა ჟურნალისტები ოპოზიციონერ კოლეგასთან გადაამისამართა: "ეკა ხერხეულიძეს ჰკითხეთ, იცის, რა იგულისხმა EBRD-ში და მას რა ფანტაზიაც აქვს, მეც ის ვიგულისხმე. რუსული იცით? ხომ კარგად იცით?"

"შვილებივით გაგზარდეთ, მამა-შვილური სიყვარულით..." - რა უპასუხა პატრიარქმა ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოებას, რომელმაც ეპარქიაში განვითარებული მოვლენებისთვის შენდობა ითხოვა

საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინით შესაძლოა, 16-17 წლის მოზარდებიც აცრან - ამირან გამყრელიძე

"არ უნდა გავთამამდეთ" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე სამომავლოდ შეზღუდვების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით