"მოგვინდა ევროპელები, ამერიკელები გავმხდარიყავით, ამაში იყო ყველაზე დიდი შეცდომა" - სოსო პავლიაშვილი საბჭოთა კავშირსა და 9 აპრილზე

"მოგვინდა ევროპელები, ამერიკელები გავმხდარიყავით, ამაში იყო ყველაზე დიდი შეცდომა" - სოსო პავლიაშვილი საბჭოთა კავშირსა და 9 აპრილზე

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა ინტერიუ მისცა პროექტ ЯтакДУМАЮ-ს, სადაც ისაუბრა ღმერთის როლზე მის ცხოვრებაში, საკუთარ შემოქმედებაზე, პირად ცხოვებასა და საქართველოზე. გთავაზობთ ამონარიდს პავლიაშვილის ინტერვიუდან:

"1989 წელს, იურმალის ფესტივალზე საკუთარ თავს ვუთხარი, თუ გრან პრის არ ავიღებ, აღარ ვიმღერებ-თქო. მაშინ აუცილებელი იყო საქართველოს და ჩემი ხალხისთვის მხარი დამეჭირა, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, ნიჩბებით სცემდნენ დაუცველ ადამიანებს და ბევრი მსხვერპლი მოჰყვა საბჭოთა არმიის ასეთ ქმედებებს.

მაშინ ყველა რესპუბლიკამ მხარი დამიჭირა, ცენტრალურ არხზეც კი გაუშვეს ჩემი სიმღერა, რომელსაც "თავისუფლება" ერქვა. ეს იყო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირში შემავალი 15 ქვეყნის გამარჯვება.

"უცებ მოგვინდა ევროპელობა და ამერიკელობა, ეს შეცდომა იყო" - პავლიაშვილი 1989 წლის მოვლენებსა და საქართველოზე

ჩვენ არ ვიცოდით რა მოხდებოდა შემდეგ, ვფიქრობდით, რომ ყველაფერი ჩამოიშლება, წითელი დროშების და ნამგალი და უროს ქნევას მოვეშვებოდით და ყველაფერი კარგად იქნებოდა. თუმცა, როდესაც საკუთარ თავთან ერთი ერთზე დავრჩით, აღმოჩნდა, რომ გვჭირდებოდა წინამძღოლი, რომელიც მოსესავით გაგვიძღვებოდა. ეგრევე მოგვინდა ევროპელები, ამერიკელები გავმხდარიყავით, აი, ამაში იყო მაშინ ყველაზე დიდი შეცდომა. მოსე არ გვყავდა", - განაცხადა სოსო პავლიაშვილმა.

მერაბ ნინიძე BIFA-ს დაჯილდოების ნომინანტებს შორისაა - რის შესახებაა ფილმი, სადაც შესრულებულმა როლმა ქართველ მსახიობს კიდევ ერთი აღიარება მოუტანა

როგორია მაია ასათიანის სამზარეულოს ინტერიერი - ტელეწამყვანმა ის ყვავილების ბაღად აქცია

სოსო პავლიაშვილმა და ირინა პატლახმა ჯვარი დაიწერეს - "ტელეხიდი გვქონდა საქართველოსთან და მაშინვე დავასხით ღვინო ჭიქებში"