ქართველი მეცო სოპრანოს სპექტაკლს ესპანეთის მეფე დაესწრო

ქართველი მეცო სოპრანოს სპექტაკლს ესპანეთის მეფე დაესწრო

მსოფლიოში მოღვაწე ქართველი მეცო სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე გუშინ ესპანეთის მეფეს ფილიპე VI-ს შეხვდა, რომელიც დაესწრო ვერდის "დონ კარლოს" ელ ესკორიალში ქეთევანის მონაწილეობით. ამ ოპერაში შედგა ქეთევანის დებიუტი ესპანელი პრინცესა ებოლის როლში. იაპონიის პრინცთან შეხვედრის შემდეგ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ქეთევანის სპექტაკლს ესწრება სამეფო ოჯახის წარმომადგენლები.

სპექტაკლის დირიჟორია ცნობილი ესპანელი დრამატული რეჟისორი და ტეატრო დელ კანალის სამხატვრო ხელმძღვანელი ალბერტ ბოადელლა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვერდის "დონ კარლო" დაიდგა ელ ესკორიალში, სადაც ხდება თვით ოპერის მოქმედება. ელ ესკორიალში განისვენებენ ესპანეთის მეფეები. ქალაქ მადრიდის გუნდს და ორკესტრს დირიჟორობს ჩილელი დირიჟორი მაქსიმილიან ვალდესი. დონ კარლოს როლს შეასრულებს ცნობილი ესპანელი ტენორი ხოსე ბროსი, რომელსაც პარტნიორობას გაუწევენ ცნობილი არგენტინელი სოპრანო ვირჯინია ტოლა, ესპანელი ბარიტონი და ბანი ანხელ ოდენა და სიმონ ორფილა, ამერიკელი ბანები - ჯონ რელეი და ლუის ოტავიო ფლავია.