ბორჯომში, მდინარე მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ბორჯომში, მდინარე მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

მდინარე მტკვარში 33 წლის მამაკაცს ეძებენ. წინასწარი ინფორმაციით, სამი მამაკაცი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვარში ნავით ეშვებოდა, რა დროსაც, ნავი ამოტრიალდა და სამივე მათგანი წყალში ჩავადრა. ორმა წყლიდან ამოსვლა შეძლო, ხოლო მესამეს, რომელსაც დამცავი ჟილეტი არ ეცვა, ამ დრომდე ეძებენ.

შემთხვევა 28 ივლისს მოხდა. სამაშველო-საძიებო სამუშაოები მტკვარზე ბორჯომის მასშტაბით მიმდინარეობს.

წყარო: ტელეკომპანია "ბორჯომი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია