მყინვარწვერზე ჩეხი მთამსვლელი გოგონა დაიღუპა

მყინვარწვერზე ჩეხი მთამსვლელი გოგონა დაიღუპა

ყაზბეგის რაიონში, მყინვარწვერზე ჩეხი მთამსვლელი გოგონა დაიღუპა. როგორც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა ორი ტურისტი გოგონა ვერტმფრენის დახმარებით ნაპრალიდან ამოიყვანეს.

ერთ-ერთ მათგანს თავის არეში ქონდა დაზიანებები. ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, ექიმების ინფორმაციით, გოგონა კლინიკაში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

მეორე ჩეხი მთამსვლელი გოგონა ამ დროისთვის ყაზბეგის რაიონში იმყოფება.

გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

წყარო: icmm.ge

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია