ქედაში ავარიის შედეგად დაღუპული მოზარდის მამა გარდაიცვალა

ქედაში ავარიის შედეგად დაღუპული მოზარდის მამა გარდაიცვალა

ქედაში ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა. ქედის რაიონული საავადმყოფოს მენეჯერის, ქირურგ ფრიდონ სირაბიძის თქმით, პაციენტი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში, პოლიტრავმით მიიყვანეს.

ექიმის განცხადებით, 50 წლამდე მამაკაცს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა:

"მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაში შემოიყვანეს. აღენიშნებოდა პოლიტრავმა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი სხვადასხვა ორგანოების დაზიანება, ტრავმული შოკი. დაწყებული იყო რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტს მუცლის ღრუს, გულმკერდისა და მენჯის მიდამოების ტრავმები ჰქონდა. გამოძახებული იყო რეანიმაციული ბრიგადა, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ მოხერხდა", - აღნიშნა ფრიდონ სირაბიძემ.

ავტოავარია ქედაში დღეს მოხდა. "პიკაპის" ტიპის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაღლობიდან გადავარდა. მანქანა კურორტ ბეშუმიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა. ავარიის დროს ორი მოზარდი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

იხილეთ ასევე: დაღუპული მოზარდებიდან ერთ-ერთი მძღოლის შვილია - ქედაში მომხდარი ავარიის დეტალები

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია