ლისის ტბაზე 52 წლის მამაკაცს ეძებენ

ლისის ტბაზე 52 წლის მამაკაცს ეძებენ

ლისის ტბაზე 52 წლის მამაკაცს ეძებენ. სამძებრო-სამუშაოები ტბაზე გუშინ საღამოს შემდეგ მიმდინარეობს. სამუშაოები გამთენიისას, 04:00 საათისთვის შეწყდა, თუმცა დღეს დილიდან ისევ განახლდა.

დაკარგულის მეგობრის ინფორმაციით, 52 წლის მამაკაცმა ცურვა არ იცოდა და ის ნაპირთან ახლოს იმყოფებოდა.

"ცურვა არ იცოდა და შევიდა პატარა წყალში. მერე მე მოსაწევად გამოვედი, ხოლო 6-7 წუთის მერე რომ მივედი, უკვე აღარ იყო", - აცხადებს დაკარგულის მეგობარი ვალენტინ ლევჩინკო.

დაკარგულის სამძებრო სამუშაოები დღეს ტბის სიღრმეში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია