თურქეთში ავტოავარიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 27 დაშავდა

თურქეთში ავტოავარიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 27 დაშავდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დენიზლის პროვინციის პამუკალეს რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, დაღუპულები რუსეთის მოქალაქეები არიან.

ავტოავარია ტურისტულ ავტობუსს შეემთხვა, რომელსაც ტურისტები ანტალიიდან პამუკალეში გადაჰყავდა. ტრანსპორტში იმყოფებოდნენ ტურისტები რუსეთიდან, ყაზახეთიდან და ლიტვიდან.

დაშავებულთაგან 20 რუსეთის მოქალაქეა. ასევე დაშავდნენ ყაზახეთის მოქალაქეებიც. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია