"მოკლულს 11 ჭრილობა აქვს დანით მიყენებული" - გიორგი გიორგაძე, საკუთარი სახლის წინ, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს

"მოკლულს 11 ჭრილობა აქვს დანით მიყენებული" - გიორგი გიორგაძე, საკუთარი სახლის წინ, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს

საზარელი მკვლელობა მოხდა სამტრედიაში, 40 წლის გიორგი გიორგაძე, თითქმის საკუთარი სახლის წინ, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. მკვლელი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა და დღემდე იძებენ. საქმის გამოძიება 108-ე - განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ლია, სამტრედიის მცხოვრები:

- ეჭვმიტანილი და გიორგი რამდენიმე თვეა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. არ ვიცი, რა გახდა საფუძველი, მაგრამ დაახლოებით ოთხი თვის წინ, გარდაცვლილმა ეჭვმიტანილს თოფი ესროლა. ის გადარჩა, მაგრამ უთქვამს, - ამას არ შეგარჩენო. გიორგაძე, საკმაოდ გავლენიანი პიროვნება იყო, კრიმინალურ სამყაროში. ადრეც იყო ნასამართლევი, მაგრამ არ ვიცი, რა დანაშაულისთვის.

გიორგაძე, ე.წ. დოსააფის ტერიტორიაზე ცხოვრობდა, გვიან ღამე, სახლისკენ მიდიოდა, როდესაც ეჭვმიტანილი უკნიდან მიეპარა და პირველი ჭრილობაც ზურგში მიაყენა. მომხდარს თვითმხილველებიც ჰყავს, ცოტა მოშორებით იდგა რამდენიმე ადამიანი, მაგრამ ბნელოდა და კარგად ვერ გაარჩიეს რა ხდებოდა, თურმე ეგონათ, რომ ერთმანეთს სცემდნენ, ხმაურზე გასაშველებლად კი გამოქცეულან, მაგრამ ვიდრე მივიდნენ, მოძალადემ გაქცევაც მოასწრო. საშინელი სურათი დახვდათ - საწყალი კაცი სისხლში ცურავდა, მოკლულს 11 ჭრილობა აქვს დანით მიყენებული, ყელი აქვს გამოჭრილი. შემთხვევით სასწრაფო დახმარების მანქანამ გამოიარა, რადგან

იქვეა საავადმყოფო, მაგრამ სისხლისგან იყო უკვე დაცლილი, საავადმყოფოში მაინც წაიყვანეს, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო. გიორგაძეს ცოლი და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

განაგრძეთ კითხვა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია