"უცილებელი პირობაა, რომ ხელისუფლებამ რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგი დაიწყოს" - ცაიშის მიტროპოლიტი

"უცილებელი პირობაა, რომ ხელისუფლებამ რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგი დაიწყოს" - ცაიშის მიტროპოლიტი

სამების საკათედრო ტაძარში ცაიშის მიტროპოლიტმა აფხაზებს, ოსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა. მეუფე ვახტანგ ახვლედიანის თქმით, პატრიარქი ყოველთვის, ეს იქნება შეხვედრები საქართველოში ხელისუფლებასთან, თუ შეხვედრები საქართველოს ფარგლებს გარეთ, აღნიშნავს, რომ საქართველო უნდა გაერთიანდეს. მეუფის თქმით, ამისათვის საჭიროა, რომ სერიოზული ნაბიჯები გადაიდგას და დაიწყოს დიალოგი რუსეთის ხელისუფლებასთან.

"უწმინდესი და უნეტარესი ყოველთვის ბრძანებს, რომ საქართველო ვერასდროს შეეგუება აფხაზეთის დაკარგვას. ის ჩვენი ნაწილია, ის ჩვენი სამშობლოა, და ეს ერთი მთლიანობაა, ეს საქართველოა, როგორც ქართველთათვის, ასევე ოსებისისა და აფხაზთათვის, მაგრამ ამისათვის არამხოლოდ ლაპარაკი და დიალოგია საჭირო, არამედ ძლიერი ნება, რომ შევძლოთ ჩვენ კვლავ გავერთიანდეთ.

საჭიროა სერიოზული ნაბიჯები გადაიდგას, და ეს ნაბიჯები უნდა გადადგას პირველ რიგში ხელისუფლებამ და ასევე ეკლესიამ. ასევე, აუცილებელი პირობაა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან დაიწყოს დიალოგი, - განაცხადა მეუფე ვახტანგ ახვლედიანმა.

ამასთან, დღესვე, სამების ტაძარში ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პროექტი "მოსიარულე ბიბლიოთეკა" დალოცა და პროექტს წიგნები თავადაც გადასცა. "რეგიონებში მიგვაქვს წიგნები. ვისაც ზედმეტი წიგნები გაქვთ, თუ შეგიძლიათ შემოგვწირეთ და ჩვენ მათ რაიონებში გავანაწილებთ", - მიმართა პატრიარქმა მრევლს.

"წიგნი ყველა სოფელს" არასამთავრობო და ბიზნესექტორის, სახელმწიფოს, საპატრიარქოს ერთიანი ძალისხმევითა და ორგანიზაცია "სტუდენტური ერთიანობისა" და ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" ორგანიზებით ხორციელდება. პროექტი რეგიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლოებაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.